2024 წელს უცხოელი სტუდენტების დანახარჯები ₾800 მილიონს გადააჭარბებს – Galt & Taggart

2024 წელს უცხოელი სტუდენტების დანახარჯები ₾800 მილიონს გადააჭარბებს – Galt & Taggart

Galt & Taggar-ის საქართველოს ეკონომიკის და სექტორების მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს უცხოელი სტუდენტების დანახარჯები 800 მლნ ლარს გადააჭარბებს.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ წელს განათლებაზე გაწეული დანახარჯები 452 მლნ ლარი იქნება, სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები კი რაც განათლების დანახარჯების გარდა საკმაოდ დიდია 371 მლნ ლარი იქნება.

ქვეყნის ეკონომიკის სექტორების განახლებულ მიმოხილვაში განათლების ნაწილში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა და წილი განათლების სექტორში სწრაფად გაიზარდა. 2023/2024 სასწავლო წლისთვის ქვეყანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 31 000 უცხოელი სტუდენტი ირიცხებოდა, აქედან 8 ათასი კერძო უნივერსიტეტებში, 23 ათასი კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს.

2023/24 სასწავლო წლის დასაწყისისთვის უცხოელი სტუდენტები მთლიანი ჩარიცხვების 17.3%-ს შეადგენდნენ. სტუდენტების 52.1% ინდოეთიდანაა, 8.7% იორდანიიდან, ხოლო 5.5% ისრაელიდან.

„უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა (85%) ამჟამად ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობს. რამდენიმე საბაკალავრო პროგრამის 3-წლიან სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, სავარაუდოა, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის დამატებითი ზრდა“, – მიიჩნევენ Galt & Taggart-ში.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელი სტუდენტების წილის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში 2023 წლისთვის საქართველო 17.3%-ით მეხუთე ადგილს იკავებს. რეიტინგი კი ასეთია:

  • ავსტრია – 26%;
  • დიდი ბრიტანეთი – 20.1%;
  • შვეიცარია – 18.1%;
  • ახალი ზელანდია – 17.5%;
  • საქართველო – 17.3%;
  • ჩეხეთი – 15%;
  • გერმანია – 11.2%;
  • სლოვენია – 7.8%;
  • ლიეტუვა – 6.2%;
  • სომხეთი – 5.9%

bm.ge

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…