II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 4 მლნ ლარით გაიზარდა – კომისია

II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 4 მლნ ლარით გაიზარდა – კომისია

2023 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 23.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 22.4%-ით მეტია.

ტელევიზიების შემთხვევაში, 2023 წლის მეორე კვარტალში კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 21.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდს 3.9 მილიონი ლარით აღემატება.

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 70% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი, სპონსორობის წილი 5.1%-ით შემცირდა, ხოლო პროდუქტის განთავსების – 3.9%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 90.6% უკავია, სპონსორობის წილი კი 9.3%-ია.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500…

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური…
როგორი იქნება უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან?

როგორი იქნება უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 აგვისტოდან ერთი აშშ დოლარი – 2.6152, ევრო – 3.0315, ბრიტანული გირვანქა…
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და კორეას…