საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Tether Operations Limited – ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და Tether Operations Limited – ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა პაოლო არდოინომ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, კომპანია Tether – ი საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება.
მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია Tether – ი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული. ამ მიზნით, კომპანია ადგილობრივი სტარტაპებისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის, რომელიც მათ ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებაში, საქართველოს კი, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება.
„ჩვენ ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე ბლოქჩეინ ტექნოლოგიის საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ადგილობრივი ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე აღნიშნული პროფილის კომპანიების საქართველოში შემოყვანას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს…
“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც მიმოხილვაში…
“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც…