ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდის წესი განსაზღვრა ისე, რომ ამ ქვეყნებმა EU-ს მიერ დაწესებული სანქციები დაიცვან.
საუბარია რუსეთის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდის ვალდებულებაზე, რაც კრემლმა ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ მიიღო. ამის შემდეგ ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროპულ კომპანიებს გაზის საფასურის გადახდის შესაძლებლობა ექნებათ თუ გარკვეულ პირობებს შეასრულებენ.
როგორც Reuters-ი წერს, კომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს გადახდის ახალი წესი გაუგზავნა. ევროკომისია კომპანიებს არ უკრძალავს ანგარიში გახსნან მითითებულ ბანკში, ხოლო კომპანიებს რუსული გაზის საფასურის გადახდა არსებული კონტრაქტის მიხედვით შეეძლებათ. კომპანიებმა ტრანზაქცია დასრულებულად უნდა გამოაცხადონ მას შემდეგ, რაც საფასურს კონტრაქტში მითთებული ვალუტით გადაიხდიან.
ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში კი ნათქვამია, რომ ტრანზაცია დასრულებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც უცხოური ვალუტა რუბლში კონვერტირდება.
სააგენტოს ინფორმაციითვე, თითქმის ყველა კომპანიას რუსეთის სახელმწიფო “გაზპრომთან” გაზის მოწოდებაზე კონტრაქტში გადახდის ფორმად ევრო ან დოლარი აქვს მითითებული. ევროკომისია მოუწოდებს კომპანიებს, “ნათლად თქვან”, რომ როცა ევროთი ან დოლარით იხდიან გაზის საფასურს, ამით არსებული კონტრაქტების პირობებს ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ბულგარეთსა და პოლონეთის გაზის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც რუსეთს რუბლით გადახდაზე უარი უთხრეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…
ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებაზე. „ევრონიუსის“ ცნობით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ელჩებმა მხარი დაუჭირეს…
4-5 მაისს, ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსუა…