სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე წერია, რომ დეპარტამენტში საქმიანობა დანიგენმა ივნისში დაასრულა. ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ის 2018-2021 წლებში ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე.
სხვადასხვა დროს კი ის იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას. მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
საბოლოო ჯამში, დანიგენი 30-წლიანი გამოცდილების მქონე კარიერული დიპლომატია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს.
რაც შეეხება მის განათლებას, დანიგენს მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ბერკლიში. ჯერჯერობით უცნობია როდიდან დაიწყებს ახალი ელჩი საქმიანობას.
პროტოკოლის მიხედვით, სანამ ოფიციალურად მოვალეობის შესრულებას შეუდგება ახალმა ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნების სიგელები უნდა გადასცეს.
დანიგენმა თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2020 წლიდან იკავებდა.
საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში იტალიის საგანგებო და…
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გიორგი ახალკაცი ტუნისის ახალი ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა. გიორგი ახალკაცი ახალ თანამდებობას 2026 წლის 1 სექტემბერს დაიკავებს…
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების მიზნით ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს. ინფრასტრუქრურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილება…