საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს და ქართველებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. დიპლომატის ვიდეო მილოცვას აშშ-ის საელჩო საქართველოში Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.
რობინ დანიგანი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერდა და აცხადებს, რომ ამ მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს.
„გილოცავთ ყველა ქართველს! დღეს მართლაც ისტორიული დღეა. ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას, შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე – ევროპელები. აშშ ამაყობს, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ, გილოცავთ!“ – აცხადებს რობინ დანიგანი.
14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა.…
Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…