ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად შემცირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა კანდიდატის სტატუსზე და თქვა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს მის მისაღებად. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ სტატუსს მიიღებს.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა. საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მაქსიმალურად მიმზიდველი“, – განაცხადა პრემიერმა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…