„სამხრეთ კავკასიის მილსადენით“ გაზის მიწოდება გაიზარდა

„სამხრეთ კავკასიის მილსადენით“ გაზის მიწოდება გაიზარდა

2023 წლის პირველ ნახევარში, „სამხრეთ კავკასიის მილსადენით“  (SCP) 10.98 მლრდ კუბ. მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება მოხდა.

BP -ის მონაცემებით,  2023 წლის 6 თვეში  SCP-ის მეშვეობით  გაზის საშუალო გატარება დღეში  60.7 მილიონი კუბური მეტრს შეადგენდა.  2022 წლის ამავე პერიოდში SCP-ის გაზის საშუალო გატარება  56.9 მილიონი კუბური მეტრი დღეში იყო.

ამავე პერიოდში მილსადენის საოპერაციო დანახარჯი ჯამში დაახლოებით 39 მილიონ აშშ დოლარი იყო.  კაპიტალური დანახარჯი კი დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა.

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის“ აქციონერები არიან: bp (29.99%), SGC (21.02%), LUKOIL (19.99%), TPAO (19.00%) და NICO (10.0%).

შეგახსენებთ, SCP 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…