სულ სხვა ეკონომიკაა, საერთოდ სხვა მოცემულობაა – ღარიბაშვილი

სულ სხვა ეკონომიკაა, საერთოდ სხვა მოცემულობაა – ღარიბაშვილი

ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკა არის წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ.

„ასევე მინდა ვთქვა, რომ რაც სასიხარულოა, ბოლო 10 წელიწადში, ჩვენ გუშინ გვქონდა სამუშაო შეხვედრა და ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია. მე ამასწინათ დავაანონსე, ვთქვი ამის თაობაზე, მოგაწოდეთ ინფორმაცია, გაათმაგებულია და სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ. კომერციული ბანკების აქტივები, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თითქმის 14 მლრდ ლარი იყო 2012 წელს და დღეს არის 70 მილიარდზე მეტი.

70 მილიარდი, ეს, რა თქმა უნდა, სულ სხვა ეკონომიკაა, საერთოდ სხვა მოცემულობაა. ამიტომ არის, რომ იგივე დეპოზიტები ვახსენე, თუ იყო 2 და 3 მილიარდი 2012 წელს, ახლა არის 22 მილიარდი დოლარში, ლარში, ჯამურად 48 მილიარდი. ეს არის შედეგი ჩვენი გუნდის, ჩვენი მმართველი პარტიის დაწყებული პოლიტიკის, რამაც ეს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები მოიტანა. ეს არის მშვიდობის და სტაბილურობის ნაყოფი. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენთან, კიდევ ვიმეორებ, არავითარ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ და ვერ იქნებოდა. მე მახსოვს, კიდევ შევახსენებ ყველას, რომ დეფოლზე იყო საუბარი 3 წლის წინ, როდესაც ჩვენს მთავრობაში მოხდა ცვლილებები და ასეთი მდგომარეობა გვაქვს მეგობრებო. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…