კონტროლი უნდა გამკაცრდეს, სამშენებლო მანქანები ქუჩებს არ უნდა აბინძურებდნენ – მერი

კონტროლი უნდა გამკაცრდეს, სამშენებლო მანქანები ქუჩებს არ უნდა აბინძურებდნენ – მერი

სამშენებლო მოედნებიდან გამოსული მანქანები დედაქალაქში ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ქმნიან, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე მერმა განაცხადა.

კახა კალაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით ჯარიმები ისედაც არსებობს და დაავალა მოადგილეს, რომ მოხდეს უფრო მკაცრი აღსრულება. მისივე თქმით, საჭიროა მეტი კომუნიკაცია კომპანიებთან საკითხის მოგვარებისთვის.

“რამდენიმე წლის წინ, პარლამენტმა მუნიციპალიტეტის მიმართვის საფუძველზე განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნებიდან დაბინძურებული მანქანების გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმები. ფიზიკური პირის შემთხვევაში ეს არის 500 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2000 ლარი. ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედია, თუმცა რეალობას ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია. ალბათ, ბევრ თბილისელს, ვინც დედაქალაქში გადაადგილდება, შეუნიშნავს სამშენებლო მოედნებიდან გამოსული დიდი მანქანები, რომლებიც აბინძურებს ქუჩებს. გამოაქვთ სამშენებლო ტალახი და ეს შემდეგ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს მტვრად გადაიქცევა და ამას სუნთქავენ მოქალაქეები. შესაბამისად, მე მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა და სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება, რომ იმ მოედანზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მოაწყონ შესაბამისი ჩამოსარეცხი, რათა ამის გამოტანა არ მოხდეს დედაქალაქის ქუჩებში”, – განაცხადა კალაძემ.

მან თავის მოადგილეს კახა გულედანს დაავალა, დღეიდან დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.

თბილისის მერის თქმით, არ უნდა იყოს შემთხვევები, როცა სამშენებლო მანქანები აბინძურებს ქუჩებს.

“პრობლემაა ისიც, რომ ბეტონმიზიდი მანქანები ასფალტზე ღვრიან ბეტონს. რამდენი შემთხვევაა, როცა ეს ახლად რეაბილიტირებულ, განახლებულ ქუჩებზე ხდება. ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს” – თქვა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…