“ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შემუშავებაში მინიმალური როლი გვაქვს“, – ამის შესახებ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პროცესში ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტია ჩართული.
„ჩვენ მინიმალური როლი გვაქვს, რადგან კანონმდებელი ორგანო არ ვართ. ინვესტიციების კანონის მიმართულებით, უფრო მეტად, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს. რა თქმა უნდა, აქ ჩვენი როლიც არის. ქვეყანა, რომელსაც დახვეწილი და ჰარმონიზებული კანონი ექნება, მეტ ინვესტიციას მოიზიდავს“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ინიცირებას გეგმავს. მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა. კანონის შემუშავების შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების მოხსენებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარე წლის მარტიდან მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს…
“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც მიმოხილვაში…
“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც…