კონკურენციის სააგენტომ „დილსი 2020“ დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ „დილსი 2020“ დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს „დილსი 2020“, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა.

ამის მიზეზად სააგენტო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევას ასახელებს.

კერძოდ, მოვაჭრეს ევალებოდა – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა.

“ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს სააგენტოს მიერ  განესაზღვრა 1 თვის ვადა, რაც მის მიერ არ შესრულდა. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „დილსი 2020“ 600 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს  სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას”,- წერია განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივლისის ჩათვლით, სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველო მსოფლიოს პირველ ქვეყნებს უერთდება, სადაც AI სასკოლო პროგრამის ნაწილია. წელს AI წიგნიერების სასკოლო პროექტი საპილოტე…
ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს

ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ 572 118 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს. სებ-ის განცხადებაში განმარტებულია პროვაიდერის…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა.…