მთავრობა ინვესტორებს 50-მდე კურორტზე საპრივატიზაციო ქონებას შესთავაზებს – ვიცე-პრემიერი

მთავრობა ინვესტორებს 50-მდე კურორტზე საპრივატიზაციო ქონებას შესთავაზებს – ვიცე-პრემიერი

საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ კურორტების განვითარების მიზნით, ინვესტორებისთვის საინტერესო 50-მდე ლოკაცია მოამზადა, რომელსაც უახლოეს პერიოდში შესთავაზებენ. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ კურორტების განვითარების გენგეგმას შეიმუშავებს, იმისთვის რომ მათი ქაოსური განაშენიანება არ მოხდეს.

„ჩვენი ახალი სააგენტო საქართველოში რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს ეწვია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან, ტურიზმში ჩართულ პირებთან იმუშავეს, შეისწავლეს არსებული კურორტების მდგომარეობა, ასევე პერსპექტიული კურორტების შესაძლებლობები.

იყო საკურორტო ჩამონათვალი, რომელსაც ადეკვატური საინვესტიციო მიმზიდველობა არ გააჩნდა. დღეს გამზადებულია 50-მდე ასეთი ლოკაცია, რომელიც ინვესტორებისთვის, ჩვენი აზრით, საინტერესო იქნება – ეს იქნება ბალნეოლოგიური და სხვა მიზიდულობის მქონე კურორტები, უახლოეს პერიოდში ინვესტიციების მოსაზიდად ბიზნესთან კომუნიკაციას დავიწყებთ. ქონების სააგენტო დაიწყებს სახელმწიფო ქონებაში არსებული საკუთრებების საპრივატიზაციო შეთავაზებებს და პარალელურად, ჩვენ გვექნება მუშაობა უფრო ფართო არეალებზე გენგეგმების შემუშავებაზე, იმისთვის რომ ეს საკურორტო ადგილები, თუ კურორტები სწორი გეგმის შესაბამისად განვითარდეს და არ მივიღოთ ქაოსური განვითარება“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე, იგეგმება პრეზენტაცია. “უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტები. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ლარი ჩავდეთ, დავიწყებთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას – ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი, ასევე ვგეგმავთ მცხეთაში და ვაპირებთ ბარისახო- როშკას მიმართულებით, მანგლისი-სიონის მიმართულებით და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – რეგიონული განვითარების მინისტრი

წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – რეგიონული განვითარების…

რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. ასე უპასუხა მან „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დასმულ კითხვას მუშაობს თუ…
იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იანვარში საარსებო შემწეობას 710 226 ადამიანი იღებდა, აქედან თითქმის 246 ათასი სახელმწიფო დასაქმების პროგრამით მოსარგებლეა, რომელიც წელს…
მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

თებერვლის ბოლოს სვანეთში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების გამო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენები დანიშნა. გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადი და რეგიონში…