საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ხვალ, 26 ივლისს გაემგზავრება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
“მთავრობის მეთაური, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.
FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება”, – იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ საფრანგეთში ჩავიდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ჟენევაში დაეშვა,…
საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში იტალიის საგანგებო და…